ნიქოზში ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს
15:11 / 18.12.2016
ნიქოზელ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები
ჩაუტარდათ.
აქცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაცია -
,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით,
მოეწყო.
გორის რაიონის სოფელ ნიქოზს სხვადასხვა სამედიცინო პროფილის 15
ექიმი-სპეციალისტი 16 დეკემბერს ეწვია.
ადგილობრივი ამბულატორიის შენობაში მედიკოსებმა ვეტერანებსა და მათი
ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები
ჩაუტარეს. პაციენტებს საჭიროებისამებრ უფასოდ გადაეცათ
მედიკამენტებიც.
აქციას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის
დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ
კვეზერელი და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.
სტატიის გამოყენების პირობები