ქალაქ გორში არარეგისტრირებული სამხერხაო აღმოაჩინეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამხერხაოში
2,5მ3 ნაძვის ჯიშის საშეშე მერქანი, 0.1 მ3 ნაგვერდული და ნახერხი
ნახეს.
ობიექტი აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების
თანამშრომლებმა გამოავლინეს.
ე.წ. ლენტური ტიპის სახერხ დანადგართან დაკავშირებით ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და სასამართლოს რეაგირებისთვის
გადასცეს.
სტატიის გამოყენების პირობები