ქალაქ გორში, ორი კორპუსის სადარბაზოს ახალი, უფრო უსაფრთხო
კარებები დაუყენეს.
ამის თაობაზე სტალინის გამზირის #23-ში და გარსევანიშვილის ქუჩის
#1-ში შექმნილმა ამხანაგობების თავმჯდომარეებმა მერიისგან
თანადაფინანსება მოითხოვეს.
90%-იანი დაფინანსების ფარგლებში ამ ორი კორპუსის სადარბაზოს კარებებს
სარეაბილიტაცია სამუშაოები ჩაუტარდა.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის
პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის მთლიანი ღირებულება
დაახლოებით 7216 ლარია, საიდანაც მერიის ფინანსური მონაწილეობა 6495
ლარს შეადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები