გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლიპყინულიანი გზების გაწმენდითი
სამუშაოები შეჩერებულია.
შაბათ-კვირას საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-ის სპეციალური ტექნიკა
პრობლემურ უბნებზე არ გამოჩენილა.
ზამთრის სეზონზე შიდა ქართლის ტერიტორიაზე შიდა გზების
მოვლა-პატრონობის ტენდერში, რომლის ღირებულება ცენტრალური მთავრობის
დაფინანსებით, მილიონ ლარზე მეტია, სწორედ, აღნიშნულმა კომპანიამ
გაიმარჯვა.
ტურისტულ ციხე-ქალაქ უფლისციხემდე მისასვლელი გზა უკვე მეოთხე დღეა
გაყინულია. ტექნიკური მარილი საერთოდ არ დაყრილა.
სტატიის გამოყენების პირობები