ახალი ამბები
საბავშვო ბაღებში ბავშვებს საპნის გამოყენების ცდებს უტარებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საბავშვო ბაგა-ბაღში ჰიგიენასთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი ჩატარდა.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ განდევნის საპონი სხეულზე არსებულ მიკრობებს, აღმზრდელმა მაგული გოხელაშვილმა ცდა ჩაატარა.

საბავშვო ბაღების გაერთიანების პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული გაკვეთილი მოიცავდა, როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ აქტივობებსაც.

აღსაზრდელებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოსა და ცდის საფუძველზე, გაეგოთ რას ნიშნავს ჰიგიენა და რატომ არის აუცილებელი მისი დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გაკვეთილში მონაწილეობას იღებდა სასკოლო მზაობის პედაგოგი მარინა ეცადაშვილი, რომელმაც აღსაზრდელებს აუხსნა სხვადასხვა ჰიგიენის საშუალების დანიშნულება და გამოყენების წესები.

გაკვეთილს გაერთიანების დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, ქეთი დვალიშვილი და სააღმზრდელო დარგის სპეციალისტი ანა ხორბალაძე ესწრებოდნენ.

დირექტორის მოადგილე, ქეთი დვალიშვილმა აღმზრდელების მუშაობა დადებითად შეაფასა და მცირედი რეკომენდაციებით შემოიფარგლა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააღმზრდელო პროცესში ყველა აღსაზრდელი თანაბრად იყოს ჩართული.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები