ახალი ამბები
ქარელში მონადირე დააჯარიმეს
ქალაქ ქარელში მოქალაქე ფრინველებზე მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა.

ამის გამო, იგი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააჯარიმეს.

იხვზე მონადირე ქარელში მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დააფიქსირეს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისთვის მოქალაქეს მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა ევალება.

ჯარიმის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს.

 

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები