დაბა აგარასთან სატვირთო მანქანების კოლონა დგას.
დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავ ტრაილერებს გადაადგილების
საშუალებას ეტაპობრივად აძლევენ.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს
პრეს-სამსახურიდან აცნობეს, შეფერხება საავტომობილო გზებზე არსებულ
სიტუაციას არ უკავშირდება.
,,სარფში, თურქეთის მხარეს, საბაჟო რემონტდება და ამიტომ დგას კოლონა.
ეტაპობრივად უშვებენ." - გვითხრეს პრეს-სამსახურში.
სტატიის გამოყენების პირობები