დღეს საღამოს, გორის ძველ ბაზართან მოქალაქემ ლიმპყინულიან ტროტუარზე
წაქცევისას თავი დაარტყა.
34 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე უგონო
მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამედიცინო ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით,
მამაკაცს თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნებოდა, ალკოჰოლური თრობის
ქვეშ იყო და სამედიცინო დახმარება გაეწია.
მისი ინფორმაციით, გამოძახება 16:52 წთ-ზე დაფიქსირდა, ხოლო, ადგილზე
კი, 17:00 სთზე მივიდნენ.
მოყინული გზებისა და ტროტუარების შესახებ დღეს დილით შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრი გორის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელს
დაუკავშირდა, რომლის თქმით, ინფრასტრუქტურის სამსახური კონკრეტულ
გეგმას ადგენს, თუ რომელ ქუჩაზე და ტროტუარზე დაიყრება ტექნიკური
მარილი.
სტატიის გამოყენების პირობები