ახალი ამბები
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელები, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი მებრძოლები მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკში იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მათ, გმირის ქალიშვილთან თამარ შარიფაშვილთან ერთად გვირგვინით ჯერ გმირის ბიუსტი, შემდეგ კი საფლავი შეამკეს.

ვახტანგ გორგასალის სახელობის I ხარისხის ორდენოსანს, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილს დღეს 56 წელი შეუსრულდებოდა.

ტარიელ შარიფაშვილი, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაური, შემდგომ საპატიო მეთაური და კასპის რაიონის გამგებელი 33 წლის ასაკში - 1993 წლის 25 სექტემბერს, აფხაზეთში სოხუმის დაცვისათვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა .

Print

სტატიის გამოყენების პირობები