ხაშურში მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის
წარმომადგენლები საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადებიან.
პრეს-სამსახურის ცნობით, ნაძვის ხე 25 დეკემბრამდე დაიდგმება.
საახალწლო განათებებისთვის და კონცერტებისთვის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან, ჯამში, 48 423 ლარი გამოიყო.
აქედან 25 ათასი ლარი გარეგანათებებისთვის დაიხარჯება.
რაც შეეხება ახალი წლის ღამის კონცერტს. ხაშურში საახალწლო კონცერტი
მთავარ მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
ხაშურელი მაყურებლისთვის „ჯეოსტარელები“ გიორგი ბუშელაშვილი და თამარ
ყურაშვილი იმღერებენ.
ახალი წლის ღამეს კონცერტზე მისულ მაყურებელს ადგილობრივი ბენდის
„სპამ-ჯემი“ -ს მოსმენის საშუალებაც ექნება.
კონცერტისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და 23 423 ლარი
შეადგინა.
სტატიის გამოყენების პირობები