ქარელის რაიონის სოფელ ქვემო ხვედურეთში მეთევზე დააჯარიმეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ღონისძიება დეპარტამენტის შიდა ქართლის
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების
თანამშრომლებმა ჩაატარეს.
,,თევზჭერის უკანონო ფაქტი გამოავლინეს. მდინარე მტკვრის მარჯვენა
სანაპიროზე მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით
თევზაობდა. შედგა შესაბამისი ოქმი." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.
სტატიის გამოყენების პირობები