შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი რევაზიშვილი
კიდევ ერთხელ აირჩიეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფედერაციის რეგიონული
ოფისიდან აცნობეს.
რიგით მეექვსე ყრილობა გუშინ გაიმართა. საარჩევნო ხმის უფლებით
ღონისძიებას ათი სუბიექტი დაესწრო.
შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დადგენილებით,
კანდიდატურების წარდგენის უფლება 6 დეკემბრამდე იყო.
გენერალურ სამდივნოში მხოლოდ ერთი განცხადება შევიდა, ბატონი გიორგი
რევაზიშვილის.
ათი სუბიექტიდან ათივემ მხარი გიორგი რევაზიშვილს დაუჭირა მხარი.
,,მე და ჩემი გუნდი ვიმუშავებთ რათა რეგიონის ქალაქებში შეიქმნას
საფეხბურთო კლუბები. სხვა კარგი გეგმებიც გამაჩნია, თუმცა ამაზე ოდნავ
მოგვიანებით.
ძირითადი აქცენტი
ბავშვთა ფეხბურთზე მექნება გადატანილი. " - აცხადებს გიორგი
რევაზიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები