ქალაქ გორში, 67 წლის ქალი ლიპყინულზე წაიქცა და ფეხი მოიტეხა
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, დაზარალებული
ქალბატონი ერთერთი სოფლის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც იგი გაკვეთილებიდან გორში
დაბრუნდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრეს-სამსახურის ცნობით,
ქალბტონს მენჯ-ბარძაყის ზედაპირული მოტეხილობა აღენიშნებოდა და
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოპერაცია გუშინ ჩაუტარეს.
გამოყენებულია თემატური ფოტო
სტატიის გამოყენების პირობები