გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა პირველი მოადგილე
გია წვერავა სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება გამგებელმა, დღეს, 21 დეკემბერს
მიიღო.
დავით ონიაშვილის განცხადებით, მოადგილე სამსახურებრივი გულგრილობით
გამოირჩეოდა.
„ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას ისე, როგორც უნდა შეესრულებინა და
ამიტომ გავათავისუფლე“ - ამბობს ონიაშვილი.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ პირადად აცნობა გია
წვერავას.
„დავალებები ჰქონდა, რომლებსაც არ ასრულდებოდა. ამ დავალებებზე
შენიშვნებიც მქონდა, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორებულა. რაიონის
საკეთილდღეოდ ისე ვერ მუშაობდა, როგორც გამგებლის მოადგილე უნდა
მუშაობდეს. ერთი შენიშვნის გამო არ გამითავისუფლებია“ - განმარტავს
ონიაშვილი.
„მაღალი ტემპერატურა მაქვს და სახლში ვარ. დღეს სამსახურში ვიყავი,
საკრებულოს სხდომას დავესწარი, ონიაშვილი არ მინახავს. შესაბამისად,
ჩემი გათავისუფლების შესახებ არაფერი ვიცი.“ - გვეუბნება გია
წვერავა.
გია წვერავა გორის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ 2015 წლის 30
იანვრიდან მუშაობდა.
სტატიის გამოყენების პირობები