ახალი ამბები
სტალინის დაბადების დღეზე მუზეუმში ტორტი მიიტანეს
დღეს გორში საბჭოთა ბელადის, სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს.

პოლონეთში მცხოვრებმა მოქალაქემ გორელ მეგობრებთან ერთად, მუზეუმში ტორტი მიიტანა.

,,სიმბოლურად გვინდა აღვნიშნოთ დიდი ბელადის დაბადების დღე. სპეციალურად, ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოვედი. აქამდე ბიძაჩემი ჩამოდიოდა ხოლმე და მე მის ტრადიციას ვაგრძელებ" - გვითხრა ბატონმა სარქისმა.

სტუმრებმა, მუზეუმის ფოიეში განთავსებულ სტალინის  ბიუსტთან, ფოტოები გადაიღეს. შემდეგ ტორტი გარეთ სკვერში გაიტანეს, დაჭრეს და ბელადის დაბადების დღე შამპანურით დალოცეს.

მთავარ მოედანზე კი, კომუნისტური პარტიისა და საზოგადოება ,,სტალინელების" წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მცირე ზომის ბიუსტი დადგეს.

გორის მერიის დაცვის თანამშრომლებმა ბის უკვე აიღეს.

კომუნისტები და აქციაზე მყოფი მოქალაქეები ითხოვენ, რომ სტალინის ძეგლი მთავარ მოედანზე დაბრუნდეს. ძეგლი 2010 წლის ივნისში აიღეს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები