დღეს გორში სტალინის #28-ით დათარიღებულ კერძო სახლზე ახალი აბრა
გაჩნდა.
ამ აბრის მიხედვით, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს მარო მაყაშვილის
სახელი ,,მიენიჭა"
ადგილობრივი ტელეკომპანია თრიალეთის ცნობით, ეს ჯერჯერობით უცნობმა
მოხალისეებმა გააკეთეს.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, საჯარო რეესტრის
მიხედვით აღნიშნულ სახლს ორი მისამართი აქვს: ,,სტალინის 28" და
,,შმაგის ქ. 2"
სახლი სტალინისა და შმაგის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს.
ახალი აბრის მიხედვით, აღნიშნული სახლის მისამართია ,,მარო მაყაშვილის
#28"
რაც შეეხება შმაგის ქუჩას, ის გორის თეატრის მსახიობის, შმაგი
სამნიაშვილის სახელს ატარებს. შმაგი სამნიაშვილი 90-იან წლებში
ეროვნული მოძრაობის დროს მოკლეს.
სტატიის გამოყენების პირობები