ახალი ამბები
შსს გორში პოლიციელებსა და უცხოეთის მოქალაქეებს შორის მომხდარ ფაქტზე განმარტებას აკეთებს
გუშინ გვიან ღამით გორის შს სამმართველოს თანამშრომლებსა და სომხეთის მოქალაქეებს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს პრეს-სამსახური განმარტებას აკეთებს.

საქმე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ მასალას ეხება, რომლის მიხედვით, პოლიციელებმა ქუჩაში მიმავალი ორი მოქალაქე ჯერ გაჩხრიკეს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს და 2-3 წუთის შემდეგ გადმოსვეს.

აღნიშნული პირები სომხეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ფაქტს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი შეესწრო.

სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული პირები ქუჩაში ხმამაღლა საუბრობდნენ, პოლიციელები მივიდნენ გადამოწმების მიზნით და დახმარება შესთავაზეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სხვა ფაქტს, კერძოდ, დაკავების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები