ახალი ამბები
გამოკითხვა სტალინის გამზირზე - მოხალისეებმა ქუჩის სახელის შეცვლა მოითხოვეს
გუშინ, საბჭოთა ბელადის სტალინის დაბადების დღეზე გორის ქუჩებში ახალი აბრები გააკრეს.

სტალინის გამზირზე მდებარე კორპუსებზე და საცხოვრებელ სახლებზე მარო მაყაშვილის ქუჩის აღმნიშვნელი წარწერები გაჩნდა.

ჯერჯერობით უცნობმა მოხალისეებმა ქალაქის მთავარ პროსპექტს სახელი ამ ფორმით ,,შეუცვალეს".

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე მოქალაქეს აზრი ჰკითხა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები