ახალი ამბები
ქარელის სკოლებს შორის ქართული ზღაპრების კონკურსი გაიმართა
ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ,,ქართული ხალხური ზღაპრების" კონკურსი გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კონკურსი გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

მონაწილეობა მიიღეს ბებნისის, ქარელის მე-2 და რუისის მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, რომლებმაც წარადგინეს „წუნა და წრუწუნა“ (ბებნისი და რუისის მე-3) და „რწყილი და ჭიანჭველა“ (ქარელის მე-2).

კონკურსში მონაწილეობისათვის სკოლებს და მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები