გორში, წმინდაწყალზე, ამხანაგობის ინიციატივით კორპუსის ეზო
მოასფალტდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის
პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
კორპუსის ამხანაგობას, თანადაფინანსების ფარგლებში, ეზოს მოასფალტების
პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 27 000 ლარით დაუფინანსდა.
ცხინვალის გზატკეცილის №21 ა-ს ამხანაგობამ, მუნიციპალური პროგრამის
ფარგლებში, გასულ წელს, კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცის პროექტიც
განახორციელა.
ჯამში, აღნიშნული კორპუსის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაახლოებით 41 000 ლარი გაიხარჯა.
ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადებით, მომავალში სამეზობლო
სადარბაზოების გარემონტებასაც გეგმავს.
სტატიის გამოყენების პირობები