დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს საბავშვო ბაღში საახალწლო
ზეიმს უმაღლესი რანგის სტუმრები დაესწრნენ.
სოფელ აბანოში საბავშვო ბაღი 40 წლის მანძილზე არ არსებობდა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში საბავშვო ბაღი ქარელის
მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიჯეტისა და გაეროს ფონდის
ერთობლივი დაფინანსებით აშენდა.
იგი სოფლების აბანოს, კოდასა და საციხურის 30 აღსაზრდელზეა
გათვლილი.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაღის აღსაზრდელებს დამდეგი შობა -
ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ახალი ბაღი დაათვალიერეს და ღონისძიებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისარიატის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - სიმონე
ვოლკენი და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი
საქართველოში - შომბი შარპი დასწრნენ.
მათ მასპინძლობა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილმა,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა - სოზარ სუბარმა, შიდა
ქართლის გუბერნატომა იოსებ ოქრომელიძემ, ქარელის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე
არდემანაშვილმა გაუწიეს.
სტატიის გამოყენების პირობები