80 წლის ასაკში საბჭოთა ბელადის სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი
22 დეკემბერს გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი", მოსკოვის სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,
ავრცელებს.
ევგენი ჯუღაშვილი სტალინის რვა შვილიშვილიდან ერთადერთია, რომელიც
თავისი პაპის თანამოაზრე იყო.
მან, 2015 წელს, წიგნად გამოსცა მემუარები ,,პაპაჩემი სტალინი - ის
წმინდანია"
ევგენი ჯუღაშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ტყვეობაში
დაღუპული იაკობ ჯუღაშვილის შვილი იყო.
სტატიის გამოყენების პირობები