ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ბავშვებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასიის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.

ტკბილეული ამავე სოფლის ალტერნატიული სააღმზრდელო ჯგუფების აღსაზრდელებმა მიიღეს.

საახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან შეიძინეს.

ისინი ადგილზე ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა სიმონ ნოზაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა ჩაიტანეს.

სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და , საახალწლო ტკბილეულის პაკეტები გადაეცათ.

გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მსგავსი საჩუქრები მუნიციპალიტეტის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებმა, მეორე საჯარო სკოლასთან არსებული დღის მოვლის ცენტრის ბენეფიციარებმა და სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტებმაც მიიღეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები