ახალი ამბები
პოლონეთში კასპის გამგებელმა თვითმმართველობის რეფორმის განხილვაზე მიიღო მონაწილეობა
საქართველოს მუნიციპალიტეტების 15 გამგეობის ხელმძღვანელთან ერთად, პოლონეთში თვითმმართველობის რეფორმები განიხილეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ 15 პირს შორის, კასპის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილიც იმყოფებოდა.

პოლონელ ექსპერტებთან ერთად, ვარშავაში, საქართველოში განხორციელებული რეფორმებზე ისაუბრეს.

დისკუსიის დროს, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს პოლონეთის გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრაზე იმ სიკეთეებზე ისაუბრეს, რაც, პოლონეთის მთავრობის დახმარებით, საქართველოს თვითმმართველობების სისტემის გაუმჯობესებაზე აისახა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები