საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 2016 წლის საუკეთესო
ნამუშევრები 5 ნომინაციაში გამოავლინა:
საუკეთესო სტატია – თამუნა უჩიძე – სადავო სამკვიდრებელი (სამხრეთის
კარიბჭე)
საუკეთესო მულტიმედია პროექტი – ნეტგაზეთი, პროექტი “უჩინრები”
საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება – ნინო რამიშვილი, გიორგი მგელაძე –
აგენტი პროვოკატორი ხელსუფლების სამსახურში 2 (სტუდია მონიტორი)
ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქება – სასკოლო განათლება
“რეალურ სივრცეში” (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
ქალთა უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემის წარმოჩენაში
ქარტიის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალური პრიზი გადაეცა აიდა
მირმაკსუმოვას სტატიისთვის „საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის
ფაქტები გამოვლინდა“ (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი)
ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს პრიზი არ გაიცა ნომინაციაში “საუკეთესო
ვიდეორეპორტაჟი”
ქარტიის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი 1 ნოემბერს გამოცხადდა. ერთი
თვის ვადაში საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ყველა მსურველს
შეეძლო.
ოთხ კატეგორიაში კონკურსი IREX-ის პროექტის მხარდაჭერით გამოცხადდა,
ხოლო პრიზი “ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის”
დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის
მიერ.
წყარო:
სტატიის გამოყენების პირობები