ახალი ამბები
ინტელექტუალ ნინველებს შორის კასპში ჩემპიონატი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის, ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის" გაიმართა.

საბიბლიოთეკო გაერთიანების ჩემპიონატში მონაწილეობა ნინველებმა, 10-15 წლის ასაკის ახალგაზრდებმა მიიღეს.

პირველი ადგილი კასპის N 1 საჯარო სკოლის გუნდმა; მე- 2 ადგილი - კასპის N 2 საჯარო სკოლის გუნდმა; მე-3 ადგილი კი, დოესის საჯარო სკოლის გუნდმა აიღო.

ჩემპიონატის ასპარეზობაში 9 გუნდი იყო ჩაწერილი. გამოცხადდა 8 გუნდი, საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლების ცნობით, მეტეხის საჯარო სკოლის გუნდი, მოსწავლეთა ავადმყოფობის გამო, არ გამოცხადდა.

ჩემპიონატი პროექტ " ჩვენი მკითხველი" - ს ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩატარებული ინტელექტუალური თამაშების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მხარდამჭერი კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

კასპში პროექტის პირველი ეტაპი კასპის ბიბლიოთეკების გაერთიანებამ ( დირექტორი - თეა ბარნაბიშვილი; ღონისძიებების ორგანიზატორი - ლია მენაბდიშვილი.), კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობისა (გამგებელი - გოჩა გოჩიტაშვილი) და მისი კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის (უფროსი - თეა ხორბალაძე) მხარდაჭერით, განახორციელა.

ასპარეზობას უძღვებოდა - ლია მენაბდიშვილი.

საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლის ცნობით, საექსპერტო ჯგუფში შედიოდნენ: განათლების მუშაკთა პროფკავშირის კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარე - გიული სოზიაშვილი; ფილოლოგები - მარინა მენაბდიშვილი; მალინა ტყემალაძე; ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი - თეა ბარნაბიშვილი; წამყვანის ასისტენტები გახლდნენ - ლია სოზიაშვილი; ეკა კუსრაშვილი; რუსუდან აბუაშვილი; მერი ბარჯაძე.


I ადგილი

კასპის N 1 საჯარო სკოლა - "ოლიმპო"

1. მარიამ აბულაძე - X
2. გურამ ბერიანიძე - X
3. დავით სტეფნაძე - X
4. ანი ბერიძე - XI
5. ნიკა ნადირაშვილი - XI
6. ლალი ოსიყმიშვილი - X
(სათადარიგო - მიხეილ ელკანოვი; სოფია პავლიაშვილი.)


II ადგილი'
კასპის N 2 საჯარო სკოლა - "ფენიქსი" - 

1. ოთარ მამაცაშვილი - X
2. გიორგი ქესაური - X
3. რევაზ გიორგაძე - XI
4. ხატია ჯალალი - XI
5. ხატია ბალხამიშვილი - VIII
6. დავით გიგილაშვილი - IX
(სათადარიგო - გიორგი მახარაძე; მარიამ ტყემალაძე.)

III ადგილი
დოესის საჯარო სკოლა - "ნიკე" - 
1. ნანა ბეგლარაშვილი - XI
2. მზია თაბუაშვილი - XI
3. ნუკრი ტურაშვილი - XI
4. ბილო თაბუაშვილი - XI
5.სოლომონ შაქარაშვილი - IX
6. გიორგი ხეჩუაშვილი - IX
(სათადარიგო - დავით ხეჩიკაშვილი; ანა გერმისაშვილი.)

სხვა მონაწილეები:

სასირეთის საჯარო სკოლა - "კარცერ ლუქსი"
1. მარიამ მაისურაძე - VII
2. მარიამ ბარნაბიშვილი - VIII
3. მაკა მაისურაძე - X
4. ქეთევან ჭაღიაშვილი - XI
5. იმედა ჯალილიშვილი - XII
6. ანი ბერიაშვილი - X
(სათადარიგო - ნინო ბერიაშვილი; ეთერ ბიჭიკაშვილი.)

ქვემო გომის საჯარო სკოლა - "ზე ფერსტ"
1. გიორგი აბეწვაშვილი - XI
2. თათია რევაზიშვილი - XI
3. თათია თათრიშვილი - X
4. თამარ მჭედლიშვილი - X
5. მარიამ ნინიკაშვილი - X
6. მარიამ ნაბახტეველი - XI
(სათადარიგო - გიორგი მჭედლიშვილი; რუსუდან ბუქური.)

ზემო ხანდაკის საჯარო სკოლა - "მთიები"
1. ანა ქამხაძე - X
2. ლიკა ქამხაძე - X
3. შორენა ქამხაძე - X
4. გიორგი ქამხაძე - XI
5. სოსო იორდანაშვილი - XI
6. მარია კახიშვილი - XI
(სათადარიგო - ნუნუკა ჭიღლაძე; გიორგი ხუციშვილი.)

ახალქალაქის საჯარო სკოლა - "თეძამი"
1. ანა მამასახლისი - IX
2. გოგა ედიშერაშვილი -IX
3. ქეთი მჭედლიშვილი - XI
4. თათია იორდანიძე - IX
5. გვანცა მამაცაშვილი - X
6. მანანა მჭედლიშვილი - XI
(სათადარიგო - თიკო ნავროზაშვილი; სოფიო ქურდოვანიძე.)

ქვემო ჭალის საჯარო სკოლა - "სხვილო"
1. სოგრატო ოქროპირიძე - XI
2. თორნიკე ჭელიძე - XI
3. გიორგი მესტუმრე - XI
4. ნოდარ მაყიშვილი - XI
5. თათია ბერიანიძე - X
6. გიორგი გორჯოლაძე - X
(სათადარიგო - თამარ ბათილაშვილი.)
Print

სტატიის გამოყენების პირობები