ახალი ამბები
ახალგორის რაიონის სოფელ ბოლის სკოლაში ხანძარი გაჩნდა
ახალგორის რაიონის სოფელ ბოლის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი შეშის ღუმელიდან საკლასო ოთახში გავრცელდა.

ხანძრის ლოკალიზება ერთი საათის განმავლობაში მოხერხდა.

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, არავინ დაშავებულა.

რაიონის ადმინისტრაცის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრე ბარათაშვილის განცხადებით, სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ძალისხმევით, სკოლა განადგურებას გადარჩა.

სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები