ახალი ამბები
შიდა ქართლში მომუშავე სპეცმასწავლებლებს მაკლეინის ასოციაციის ფსიქოლოგები ტრენინგებს უტარებენ
შიდა ქართლის სკოლებში მომუშავე სპეცმასწავლებლებს მაკლეინის ასოციაციის ფსიქოლოგები ტრენინგებს უტარებენ.

რამდენიმე საფეხურიან სწავლება პედაგოგებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უკვე გაიარეს.

ასოციაციის ტრენერი, ნეიროფსიქოლოგი თამარ ტატიშვილი ამბობს, რომ კურსის გავლის შემდეგ, სპეცმასწავლებლები სერთიფიკატებს აიღებენ.

ინტენსიური ტრენინგი რამდენიმე მოდულს: განვითარების დარღვევებს, ქცევის მართვას, სწავლების სტრატეგიებს და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას მოიცავს.

ასოციაციის მიზანია დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და საზოგადოების სხვა მოწყვლად წევრებს საქართველოში. ავითარებს და მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტებს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები