ახალი ამბები
გორის რაიონის 41 სოფელში თოვლის პაპა და ფიფქია იმოგზაურებენ
გორის მუნიციპალიტეტის 41 სოფელში, გამგეობის დაქირავებით, თოვლის პაპა და ფიფქია იმოგზაურებენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის კულტურის სამსახურმა მიიღო.

კულტურის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თოვლის პაპა და ფიფქია სოფლებს სპეციალური მანქანით მოივლიან.

ის ბავშვები, რომლებიც იმ დროს მთავარ გზაზე იქნებიან, საახალწლო ტკბილეულს მიიღებენ.

ავტომობილი საახალწლო აქსესუარებით იქნება მორთული. ამავე დროს, თოვლის გამოსაფრქვევი მოწყობილობით იქნება აღჭურვილი.

,,თოვლის ბაბუა და ფიფქია მოსახლეობას მიულოცავენ ახალ წელს; ჯამში 600 კგ ტკბილეული იქნება. საახალწლო საჩუქრის ყუთებში თანაბრად განაწილდება შოკოლადის ასორტი, მარმელადის ასორტი და ხილის კანფეტის ასორტი" - ამბობენ გამგეობაში.

თოვლის მფრქვეველი მანქანა სოფლებში 7 იანვრიდან გამოჩნდება. 41 სოფლის შემოვლა 4 დღეზე გადანაწილდება. განცხადებები სოფლების ცენტრში წინასწარ გამოიკვრება.

სავარაუდოდ, ბოლო შემოვლა ძველი სტილით ახალ წელს, 14 იანვარს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლებით - ქვახვრელი, უფლისციხე, ხიდისთავი, ატენი და სკრით - დასრულდება.

აღნიშნული პროექტისთვის 6 500 ლარია გამოყოფილი.

გრაფიკი ასეთია:

1 დღე

18:30- ორთაშენი

18:50 ახალდაბა

19:10 ვარიანი

19:30 საქაშეთი (დევნილთა ჩასახლება)

20 :00 შინდისი

20:20 ფხვენისი

20 : 40 ქვემო ნიქოზი

20:55 ზემო ნიქოზი

მე-2 დღე

18: 40 ტირძნისი

19:00 ერგნეთი

19 : 10 დიცი

19:30 ქორდი

19:40 არბო

20:00 მერეთი

20:20 კარბი

20:45 ტყვიავი

21:00 ფლავი

21:15 ფლავისმანი

21:35 ქვეში

21: 55 არცევი

22: 20 ქიწნისი

მე-3 დღე


17:30 შერთული

17:50 ძევერა

18:15 კარალეთი

18: 35 გარეჯვარი

19: 10 თორტიზა

19:25 ხელთუბანი

19: 55 მეჯვრისხევი

20: 15 ზერტი

20: 35 კირბალი

20:55 ზეღდულეთი

21:15 ბერშუეთი

21:25 ახალსოფელი

21:40 შავშვები

22:15 წითელუბანი

მე-4 დღე

18:00 ხიდისთავი

18:15 უფლისციხე

18:50 ქვახვრელი

19:25 ატენი

20 :00 სკრა

20:30 ახალხიზა

21:00 სკრის დევნილთა ჩასახლება 

გამოყენებულია თემატური ,,ფოტო"
Print

სტატიის გამოყენების პირობები