ახალი ამბები
სტუდენტებმა მიწისქვეშა გადასასვლელში სოციალური გარდერობი მოაწყეს
გორში, სტალინის გამზირის ერთერთ მიწისქვეშა გადასასვლეში სტუდენტებმა სოციალური გარდერობი მოაწყეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, იდეა სტუდენტებს რამდენიმე დღის გაუჩნდათ.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება ამ ფორმით გადაწყვიტეს.

სოციალური გარდერობი სპორტკოლის შენობის წინ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში გაკეთდა.

ნებისმიერ მოქალაქეს სოციალურად დაუცველებისთვის ტანსაცმლის მიტანა შეუძლია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები