შვეიცარიაში მცხოვრებმა სტუდენტმა ცხინვალის სკოლა-ინტერნატს და მე-12
საშუალო სკოლას კომპიუტერები გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ვლადიმერ კოზაევმა სოციალური
ქსელის მეშვეობით, თანხა შეაგროვა და საახალწლო არდადეგებზე მშობლიურ
ქალაქში საჩუქრებით დაბრუნდა.
კომპიუტერების გარდა, სტუდენტმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს
საახალწლო საჩუქრებიც ჩაუტანა.
ცხინვალის მე-12 საშუალო სკოლის დირექტორი გენადი არსეოვი და სკოლა
ინტერნატის ხელმძღვანელი როლანდ თედეევი ცხინვალელი სტუდენტის
საქველმოქმედო აქციის გამო, მადლიერებას გამოხატავენ.
სტატიის გამოყენების პირობები