ახალი ამბები
კომბინატის დასახლებაში ნასვამ მამაკაცს ტროტუარზე ეძინა
კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოიძახეს.

ერთერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შს სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოს შეატყობინა, რომ ტროტუარზე მამაკაცი გაუნძრევლად იწვა.

სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სრულიად ჯანმრთელია და, უბრალოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მოქალაქეებმა ის თავად წამოაყენეს ფეხზე და ხელით წაიყვანეს. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, რაიმე შეჯახებას ან წაქცევას ადგილი არ ჰქონია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები