კასპში მცხოვრები ომარ ბაინდურაშვილი ადგილობრივი პოლიციის უფროსს
ვაჟა სირაძეს და მის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში
ადანაშაულებს.
ამის შესახებ ომარ ბაინდურაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 12 საათის განმავლობაში, პოლიციის შენობაში უკანონოდ
ჰყავდათ დაკავებული და სცემდნენ.
შემდეგ კი, სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობას
აიძულებდნენ.
ომარ ბაინდურაშვილმა პოლიციელებს პროკურატურაში უჩივლა. საქმის
გამოძიება 2016 წლის 19 ნოემბრიდან მიმდინარეობს და ჯერჯერობით
მისთვის შედეგები არაა ცნობილი.
პროკურატურის პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს
და დეტალებს ვერ გაახმაურებს.
შემთხვევა, როგორც აღვნიშნეთ, 2016 წლის ნოემბერში მოხდა.
ომარ ბაინდურაშვილი თავისი მაღაზიის წინ პოლიციის თანამშრომლებმა
მანქანაში ჩაისვეს, წაიყვანეს პოლიციაში და, როგორც თავად აცხადებს,
აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურცხყოფას.
,,იმდენად გაუსაძლისი იყო მდგომარეობა, წარმოიდგინეთ, 12 საათის
განმავლობაში დაკავებული ვიყავი და ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ.
მერე იძულებული გავხდი თვითდაზიანებებებიც მიმეყენებინა. როგორც
გავიგე, კასპში მაღაზია გაქურდულა. იმ ფაქტზე სხვა პირი დაუკავებიათ.
ამის შემდეგ უკვე თანამშრომლობას მთავაზობდნენ. იძულებული გავხვდი
მათთვის მეჩივლა" - ამბობს ომარ ბაინდურაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები