ახალი ამბები
სასულირო პირმა მისი ქონების ქურდობაში ბრალდებულს დანაშაული აპატია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც სასულიერო პირის მანქანის დაზიანების, ქონების ხელყოფის და ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული, დაზარალებულად ცნობილმა მოძღვარმა დანაშაული აპატია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მამა გრიგოლ (გოგიჩაძემ) შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

საქმე 2013 წლის დასაწყისში, მამა გრიგოლის მანქანის დაზიანებას და ნივთების ქურდობის ფაქტს ეხება.

პროკურატურამ ბრალდებული რამდენიმე თვის შემდეგ დააკავა. სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს დასრულდა. ბრალდებულს პირობითი სასჯელი, ერთი წლის ვადით, მიუსაჯეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სასულიერო პირის თქმით, მან პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა. შუამდგომლობის მიხედვით, თითქოს ბრალდებულმა მოძღვრისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა და დაკარგული ქონება დააბრუნა.

,,მე დამჭირდა კეთილი ტყუილის თქმა იმისთვის, რომ ეს გაჭირვებული ადამიანი ციხეში არ აღმოჩენილიყო. დავწერე, თითქოს 3 500 ლარის ღირებულების ზიანი ამინაზღაურა,  დაკარგული ნივთები დამიბრუნა და ამით ავარიდე ის ციხეში პატიმრობას" - გვითხრა მამა გრიგოლიმ.

მოძღვრის განცხადებით, სხვადასხვა პირები, რეგიონის ზოგიერი მაღალი თანამდებობის პირი არ უნდა სარგებლობდნენ გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობით და სხვის წინააღმდეგ არ უნდა იყენებდნენ.

,,თუ გამოძიება გაგრძელდება იმ კუთხით, რომ ფაქტის უკან მდგომი პიროვნებები გამოავლინოს, მე მაშინაც არ ვიქნები მკაცრი და დამკვეთებს ვაპატიებ" - აცხადებს სასულიერო პირი.

ვარიანში მცხოვრები ალექსანდრე კერესელიძე მოძღვარს მადლობას იმ სიკეთისთვის უხდის, რაც სოფელში გაჭირვებული ადამიანებისთვის გაუწევია.

ფოტოზე: მოძღვარს თანასოფლელები მადლობას უხდიან

Print

სტატიის გამოყენების პირობები