ახალი წლიდან გამყოფ ხაზთან მდებარე საგუშაგოებზე ახალი საშვები
იმოქმედებს.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების
სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ახალი საშვების მოქმედება
,,პერევის", ,,რაზდახანისა" და ,,სინაგურის" საგუშაგოებზე
გავრცელდება.
არსებული სისტემა, რომელიც 2016 წლის აგვისტოდანაა ძალაში,
გაუქმდება.
უშიშროების კომიტეტი ახალი სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ
აქვეყნებს.
სტატიის გამოყენების პირობები