ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში მომღერალმა ლევან ტაბატაძემ საოპერო
მუსიკის კონცერტი გამართა.
წარმოშობით ხაშურელ მომღერალს მხარდაჭერა ადგილობრივი გამგეობის
განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურმა გაუწია.
,,განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩემთვის ხაშურელი მსმენელის წინაშე
გამოსვლა, რადგან მეც ხაშურელი ვარ და თბილად ვიხსენებ ყველა იმ
ადამიანი, ვინც წვლილი შეიტანა ჩემ პიროვნულ და შემოქმედებით
ჩამოყალიბებაში." - განაცხადა ლევან ტაბატაძემ.
მაყურებლის წინაშე მისი მეგობრები: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის
სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტუდენტი
გიორგი მოციქულაშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გიორგი რეხვიაშვილი,
კონცერტმეისტერი თამაზ აბრამიძე და ლალი აბრამიძე წარსდგნენ.
საღამოს ხელოვანი რეზო კოშკაძე უძღვებოდა.
კონცერტზე შესრულდა არიები კლასიკური საოპერო ნაწარმოებებიდან,
ნეაპოლიტანური სიმღერები და რომანსები.
მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ალ. მაჭავარიანის
რომანსმა „არ დაიდარდო დედაო.“
სტატიის გამოყენების პირობები