ახალი ამბები
გორის ბაზარში მამაკაცი გარდაიცვალა
გორის ძველ ბაზართან მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.

შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა.

სოფლის პროდუქტების გასაყიდად შუახნის მამაკაცი ბაზარში სოფელ გარეჯვრიდან ჩავიდა.

,,სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა" - გვითხრეს ,,ლომჭაბუკის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მოვაჭრეებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები