ახალი ამბები
კასპის გამგეობამ ნაგავმზიდები განვადებით შეიძინა
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2 ნაგავმზიდი და 100 ნაგვის ურნა შეიძინა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ანაზღაურებას სამი წლის შემდეგ გადაიხდიან.

,,განვადებით ვიყიდეთ ორი ნაგავმზიდი და 100 ურნა, რომლის საერთო ღირებულება 156 700 ევროს შეადგენს. თანხის ანაზღაურება სამი წლის შემდეგ დაიწყება და ეტაპობრივად დაიფარება. ნაგავმზიდები 1 იანვრიდან მოემსახურება კასპსა და კასპის რაიონს.“- გვითხრა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები