შუაღამეს, დაახლოებით პირველ საათზე, ცხინვალში მსუბუქი ავტომანქანა
დაიწვა.
ამის შესახებ ინფომაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, შემთხვევა საბჭოს ქუჩაზე
მოხდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი ჩააქრეს. არავინ
დაშავებულა.
,,თავდაპირველი ვერსიით, ცეცხლის გაჩენა მანქანის გაუმართაობამ
გამოიწვია" - იუწყება პრეს-სამსახური.
სტატიის გამოყენების პირობები