,,ევროპა დაფიქრდა გამოსავლის ძიებაზე” - აღმოსავლეთ პარტნიორობა შიდა ქართლში
15:12 / 28.12.2016
,,2008 წლის ომის შემდეგ ევროპა დაფიქრდა გამოსავლის ძიებაზე” - შიდა
ქართლში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის დამკვიდრებისა და მისი
საჭიროებების შესახებ საუბარს ასე იწყებს საქართველოს ეროვნული
პლატფორმის წარმომადგენელი რეგიონში.
შიდა ქართლში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით,
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ევროვნული პლატფორმის
წარმომადგენლობა უკვე ერთი წელია მუშაობს.
მისი ხელმძღვანელი არინა თავაქარაშვილია.
პლატფორმის
საჭიროება რეგიონში
,,ყველაზე მეტი საჭიროება, ამ იდეის განსახორციელებლად, სწორედ, ჩვენს
რეგიონში გამოიკვეთა. პირველ რიგში, სახეზე გვაქვს 2008 წლის აგვისტოს
ომი; რუსეთის აგრესია დაპრორუსული ორიენტაციის პოლიტიკის გავრცელების
საშიშროება. ის რეალური სიტუაცია, რომელიც შიდა ქართლის მთელი
ტერიტორია და განსაკუთრებით ეგრეთწოდებული საზღვრისპირა სოფლები,
მცოცავი ანექსიით დაზარალებული სოფლები, მისი მოსახლეობა აღმოჩნდა,
მოითხოვს აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის გაძლიერებას. მე იმედი
მაქვს, რომ ეს პროცესი არ შეწყდება, გაგრძელდება და მივაღწევთ იმ
სასურველ შედეგს, რასაც რეალური, დემოკრატიული ღირებულებების
დამკვიდრება ჰქვია” - ამბობს არინა თავაქარაშვილი.
ორგანიზაციის წარმომადეგნელი რეგიონში ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ
პარტნიორობის ეროვნულმა პლატფორმამ პირადად მისი, საკუთარი იდეის
პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი.
,, ჩვენ ვიყავით კონფლიქტისპირა სოფლის სკოლებში. ჩვენ შევხვდით გორის
ახალგაზრდობას. მაგალითად, ბოლო შეხვედრა სპორტის სამინისტროს ეგიდით
განხორციელებული პროექტის მონაწილეებთან - საქართველოს მოხალისეებთან
ერთად გავმართეთ. თითოეულ მათგანთან გამართული დიალოგი აბსოლუტურად
განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მათ შორის, ინტერესებიც სხვადასხვა
აღმოჩნდა. მრავალფეროვანმა გარემომ საშუალება მოგვცა იმისა, რომ ამ
ფონზე გაგვეკეთებინა უფრო მეტი; უფრო მოთხოვნადი გაგვეხადა ცოდნა
იმისა, თუ რა არის ევროპული სივრცე “ - განმარტავს არინა
თავაქარაშვილი.
შეხვედრები
მოსწავლეებთან და სტუდენტებთან
ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, პლატფორმის
შესახებ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
ევროპული პოლიტიკისა და ღირებულებების გავრცელების თემამ ახალგაზრდობა
გააერთიანა. როგორც არინა თავაქარაშვილი ამბობს, სწორედ, ამ პერიოდში
კასპის სკოლა-გიმნაზიაში ტოტალიტარიზმის მუზეუმიც გაჩნდა.
პროცესის დასაწყისში კასპის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებთან ლექცია
ჩატარდა.
აქვე ტოტალიტარიზმის მუზეუმი გაიხსნა, სადაც ახალგაზრდები წარსულში
არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას იღებენ.
მას შემდეგ ამ მუზეუმში სხვა ქალაქების უმაღლესი სასწავლებლებისა და
საჯარო სკოლების ახალგაზრდებიც იკრიბებიან.
ჩართული საჯარო
მოხელეები
შეხვედრებში საჯარო მოხელეებიც იყვნენ ჩართულები. გორის
მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელი ნათია მდინარაძე გამოთქვამს იმედს, რომ დაწყებული
პროცესი გაგრძელდება.
,, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ევროინტეგრაციის
საკითხებზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია და ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს. ვფიქრობ,
რომ ამ საკითხებზე ბევრი შეხვედრა უნდა გაიმართოს სხვადასხვა
ჯგუფებთან. შეხვედრებზე საუბარი იყო მარტივ და ყველასათვის
გასაგებენაზე,” - აღნიშნა ნათია მდინარაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი თამარ მურალოვა ამ
მიმართულებით საკმაოდ აქტიურობს. ის თითქმის ყველა იმ ინიციატივაშია
ჩართული, რომელიც ქალთა მოანწილეობას ეხება. იგი ეროვნული პლატფორმის
ინიციატივას მიესალმება და თავისი აქტიურობით სხვა საჯარო მოხელეებს
მაგალითს აძლევს:
,,სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული
მიაქვს. სიხარული არა მხოლოდ თავისთვის, არამედ სხვისთვის” - ამბობს
თამარ მურალოვა.
,,ევროკავშირი და მისი ღირებულებები არ არის საგანი, რომელსაც
მარტივად გაფცქვნი დამიიღებ. ეს არის პროცესი, რომელსაც ჭირდება ცოდნა
და შემდგომ მისი გამოყენება” - ამბობს არინა თავაქარაშვილი.
პროექტის
შესახებ
ევროკავშირის დახმარებით, პროექტის განხორციელება ყოფილი საბჭოთა
კავშირის იმ ქვეყნებში დაიწყო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას
ესაზღვრება.
მისი განხორციელება, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა
ქართლში, თითქმის, ერთი წელია მიმდინარეობს.
ორგანიზაციას თავდაპირველად ლაშა ტუღუში ხელმძღვანელობდა, ამჟამად,
მისიხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილია.
ლაშა ტუღუშის თქმით, თვითმმართველობის სფეროში როგორც მოქალაქეების
ნაკლები ჩართულობა და ნაკლები ინფორმირებულობაა, ასევე, ხარვეზები
არსებობს კანონშიც.
მისი აზრით, ადგილობრივ დონეზე საზოგადოებას მეტი რესურსი უნდა
ჰქონდეს.
,,თუ ადამიანი ხედავს, რომ დიდი ძალისხმევა ჭირდება მისი
ინიციატივისგანხორციელებას, ხელს ჩაიქნევს. დემოკრატია ადგილზე
ვითარდება. ხელი უნდა შეეწყოს ასეთ ადამიანებს. ყველა არ არის გმირი,
მებრძოლი.” - განმარტავს ლაშა ტუღუში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს
ეროვნული პლატფორმა 149 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო
ორგანიზაციას აერთიანებს.
საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შიდა ქართლის გარდა სამი რეგიონული
წარმომადგენლობა - იმერეთში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში აქვს.
სტატიის გამოყენების პირობები