ახალი ამბები
გორის სისხლის ბანკიდან 43 ათასი ლარის ღირებულების ერითრომასა გადააქციეს
გორის სისხლის ბანკში 228 ბეგი ერითრომასა (43 ათასი ლარის ღირებულების სისხლის კომპონენტები) გაფუჭდა და კონტეინერებით გაიტანეს.

გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩა დანარჩენი 208 ბეგი სისხლი.

გორის სისხლის ბანკში, 10 წლიანი გარანტიით,  ჯამში, სულ 436 ბეგი სისხლი ინახებოდა. მათი საერთო ღირებულება 82 ათასი ლარი იყო.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულა.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა დარჩენილი სისხლის ვარგისიანობის შესახებ, ცნობები ვერ წარუდგინეს.

436 ბეგიდან 315 დამზადდა დონორი სამოქალაქო პირიდან. თითო ბეგზე დონორს 188 ლარი გადაუხადეს, ჯამში, დონორებზე 30 671 ლარი გაიცა. დანარჩენი სისხლი სამხედროებიდან უფასოდ მიიღეს.

როგორც ინსპექციის დასკვნაში წერია, ჯერ კიდევ, 2013 წლიდან გორის სისხლის ბანკში დაცული ერითრომასის გამოყენების შესახებ, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, მიმოწერა მიმდინარეობს.

წერილების მიხედვით, ჰოსპიტალის დირექტორი ითხოვდა, რომ ერითრომასა ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემოდა.

მიღებული პასუხებით კი, ირკვევა, რომ საავამდყოფოს დირექტორს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ერითრომასის შენახვისას სტარდატების დაცვას ურჩევდნენ.

ერთი მაცივარი, სადაც ერითრომასა ინახებოდა, 26 ათასი ლარის ღირებულების იყო.

მეორე მაცივარში შენახული სისხლის მასის შესახებ გენერალურ ინსპექციას დოკუმენტები ვერ წარუდგინეს. ისინი თავდაცვის მინისტრს სწერენ, რომ საქმის დანარჩენი მოკვლევა მათ კომპეტენციას სცილდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები