გუშინ რუსმა მესაზღვრეებმა დიდ მეჯვრისხევში მცხოვრები, 31 წლის
მიხეილ ბიბილაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავება ცხინვალის რაიონის
სოფელ ღრომთან მოხდა.
დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე
წელს ე.წ. საზღვრის დაკავების ბრალდებით, 549 პირია დაკავებული.
,,ამათგან, 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა" - იუწყება ცხინვალის
მთავრობა.
სტატიის გამოყენების პირობები