ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 95 980 ლარი დაიხარჯა.
პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და
მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემაც მიიღეს მონაწილეობა.
სადაბო პოლიკნილიკის გახსნის ცერემონიას ხაშურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, სურამის მაჟორიტარი დეპუტატი
ირინე გელაშვილი, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, პარლამენტის წევრის
ბიუროს წარმომადგენლები, პოლიკლინიკის პერსონალი და ადგილობრივი
მოსახლეობაც ესწრებოდნენ.
სტუმრებს შორის რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების
წარმომადგენლებიც იყვნენ.
სამუშაოები 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და მოხდა შენობის
მთლიანი რეაბილიტაცია.
,,ამიერიდან სურამელი პაციენტები და სურამის სტუმრები კომფორტული
პოლიკლინიკით ისარგებლებენ, ექიმებისთვის კი სამუშაო პირობები
მკვეთრად გაუმჯობესდება." - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულების
წარმომადგენლები.
სტატიის გამოყენების პირობები