ახალი ამბები
გამგებლის ცოლი 90 წლის ქალთან მოტყუებით მიიყვანეს
სოფელ რენეში სოფლის ექიმს უთხრეს, რომ სახლში 9 წლის ბავშვს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

ექიმი მაია მაზმიშვილი სოფლის ამბულატორიაში პარასკევ დღეს მუშაობს.

- მშობელი სად ჰყავს?" - ჰკითხა მაია ექიმმა ნათელა მელაძეს.

- მე ბებია ვარ, მამა ტყეში შეშაზეა წასული, დედა სახლშია ბავშვთან." - უპასუხა ნათელა მელაძემ.

ექიმი მაია მაზმიშვილი ნათელა მელაძესთან ერთად ბავშვის სანახავად წავიდა.

ამბულატორიიდან სახლამდე 1 კმ-მდეა მანძილი. გზად მანქანა შეხვდათ და წაყვანა სთხოვეს.

როდესაც სახლში მივიდნენ, ექიმ მაია მაზმიშვილს სახლის შესასვლელში ნათელა მელაძემ უთხრა, რომ ქურთუკი გაეხადა.

,,სახლში ცხელა და ეს ქურთუკი გარეთ დატოვეთ"

ექიმი და მასპინძელი ოთახში შევიდნენ. ოთახის კარები ღია იყო დარჩენილი

,,სად არის ბავშვი?" - იკითხა ექიმმა.

,,აი, ეს ქალბატონია 9 წლის ბავშვი" - მიუგო ნათელა მელაძემ დედამისის, ნარგიზა მელაძის მისამართით.

ნარგიზა მელაძე საწოლიდან წამომდგარიყო, ქარისგან გაღებული კარი უნდა დაეხურა.

,,ეს რა გამიკეთეთ? რატომ მომატყუეთ?" - იკითხა ექიმმა.

,,შენი ქმარი ხუთი წელია გვატყუებს, ხედავ, კარგია ტყუილი?" - უთხრეს გამგებლის მეუღლეს.

,,ჩემი მეუღლე ოთახში ჩაუკეტიათ, ქალბატონი კარებში ჩამდგარა და არ უშვებდა. თან მე მლანძავდნენ" - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები