2016 წელს, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან,
,,რელიგიის ხელშეწყობის" მუხლით სხვადასხვა რაოდენობის თანხა
გაიხარჯა.
კასპის თვითმმართველობამ ამ მიმართულებით 20 ათასი ლარი, ხოლო,
ხაშურის გამგეობამ 50 000 ლარი აითვისა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ,,რელიგიის ხელშეწყობის" მუხლის
შინაარსით დაინტერესდა.
,,ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა რელიგიური ობიექტების
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამოიყო" - აღნიშნულია ხაშურის
გამგეობის წერილში.
რაც შეეხება კასპს, აქ 20 ათასი ლარი ,,სამთავისისა და კასპის
ეპარქიის აღმშენებლობის ფონდს" გადაურიცხეს. ანალოგიური 2015 წელსაც
მოხდა.
2017 წლის ბიუჯეტებში ,,რელიგიის ხელშეწყობის" მუხლებში თანხის
ოდენობა იგივეა დარჩენილი.
ფოტო: გადაღებულია 2015 წელს მოქალაქის მიერ, სამთავისის ეკლესიასთან
სტატიის გამოყენების პირობები