ახალი ამბები
,,ოჩხებიდან" თევზი მტკვარში დააბრუნეს
მდინარე მტკვარში ჩალაგებული თევზსაჭერი იარაღები - საბურავებით აწყობილი მახეები ე.წ. "ოჩხები" აღმოაჩინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, რეიდი შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

მისი თქმით, კუსტარულ მახეებში მომწყვდეული ცოცხალი თევზები, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილზე, ველურ გარემოში დააბრუნეს.

,,ოპერატიული ღონისძიების ჩატარებისას, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე შენიშნეს მოქალაქე, რომელიც თევზაობდა თევზჭერის აკრძალული იარაღების - საბურავების გამოსაწევი მოწყობილობისა (ტალი) და ე.წ. "ჩოგანბადის" გამოყენებით. კანონდამრღვევს ჩამოერთვა და დაილუქა აკრძალული იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები