ახალი ამბები
პოლიციის პიკაპი ქალაქში მოძრაობისას დაიმტვრა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ.

შს სამინისტროს კუთვნილი, პიკაპის მარკის ავტომანქანა ცოტა ხნის წინ, ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში მოხდა.

ინციდენტის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის, სწორედ, დამტვრეული პიკაპის გადაადგილებისას გახდა ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციის თანამშრომელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

,,მანქანა არავის დაჯახებია. უბრალოდ, ადმინისტრაციული შეჯახება მოხდა. პიკაპი შესაკეთებლად გადაიყვანეს" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები