ახალი ამბები
როზა სამუშიას პროკურატურის ყველაზე საპატიო და მაღალი ჯილდო გადაეცა
სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალ პროფესიონალურად შესრულებისთვის, პროკურატურის სისტემაში ერთგული და ხანგრძლივი საქმიანობისთვის, ყველაზე მაღალი და საპატიო ჯილდო - საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება და შესაბამისი სამკერდე ნიშანი ხაშურის რაიონის პროკურორის მოადგილეს როზა სამუშიას გადაეცა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროკურატურის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა სხვადასხვა კრიტერიუმებით 2016 წლის საუკეთესო პროკურორი, საუკეთესო გამომძიებელი და წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი გამოავლინეს.

როზა სამუშიას ჯილდო მთავარ პროკურატურაში მთავარმა პროკურორმა გადასცა.

მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურის მუდმივ პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება.

მისი თქმით, 2017 წლიდან დაინერგება პროკურორთა შეფასების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლებას, პროკურორთა წახალისების, დაწინაურების სისტემის გამჭვირვალობას და პროკურორთა მოტივაციის ამაღლებას.

წინასაახალწლო ღონისძიებაზე ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები