ქარელში, ე.წ. ელექტროდასახლებაში ნულიდან დევნილი ვიქტორ პეტრიაშვილი
9 წელია ცხოვრობს.
,,ამ ახალ წელს 5 ლიტრი ზეთი, 5 კგ შაქარით და 25 კგ ფქვილის ამარა
ვხვდებით" - ამბობს დევნილი.
საჩუქრები რამდენიმე ხნის წინ, ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა მიუტანეს.
ვიქტორ პეტრიაშვილი 9 წლის წინანდელ პერიოდს იხსენებს; როდესაც მის
საცხოვრებელ სახლში ღორი იკვლებოდა, მეზობლებს პატიჟებდა.
,,ეხლა, რაც არა მაქვს, ვინ დავპატიჟო?" - ამბობს ვიქტორ პეტრიაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები