დღეს, ქალაქის ცენტრში, სამსაურებრივი მოვალეობის შესრულებისას
პატრულის თანამშრომელი ცუდად გახდა.
ეკიპაჟის მანქანა, მოულოდნელად, სტალინის გამზირზე, მთავარ მოედანზე
გაჩერდა.
ეკიპაჟის მეორე წევრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
გამოიძახა.
ექიმების მისვლამდე კი, სასმელი წყალი იყიდა და დახმარება სცადა.
ცოტა ხანში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების
ბრიგადის წევრებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ამჟამად,
პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და
დამაკმაყოფილებელი.
სტატიის გამოყენების პირობები